"ნაციონალური მოძრაობის" ახალ ინიციატივას დღეს პირველები "ახალი მემარჯვენეებიდან" გამოეხმაურნენ. მანანა ნაჭყებია აცხადებს, რომ პარტია დეკლარაციას მიუერთდება. ინიციტივას ეთანხმებიან ეროვნულ-დემოკრატებიც. დეკლარაციაზე ხელის მოწერას გეგმავენ გიორგი თარგამაძის პოლიტიკურ გაერთიანებაშიც.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის სხვადასხვა პარტიას დღეიდან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებულ დეკლარაციასთან მიერთება შეუძლია.
მმართველი გუნდის ინიციატივა 4-პუნქტიანია. მასში ლაპარაკია, რომ პოლიტიკური პარტიები უარს იტყვიან ამომრჩევლების მოსყიდვაზე, საარჩევნო კამპანიას ჩაატარებენ ძალადობის გარეშე, გაითვალისწინებენ ცესკოსა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებს და აღიარებენ არჩევნების შედეგებს.
მშვიდობიან მანიფესტაციაზე შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა 17 მაისს მომხდარ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა იყო.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.
ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება.