ოთხშაბათი, 22.05.13   09:09
+22.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივლისი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სტიქიამ თბილისი დააზარალა

15.07.12 15:13

თბილისის საქალაქო სამსახურები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრასა და გზების გაწმენდაზე მუშაობენ. ყველაზე მეტად წვიმამ ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს რაიონები დააზარალა.

დატბორილი იყო სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ასევე გმირთა მოედნის მიწისქვეშა გასასვლელი, წუხელ საგანგებიო სიტუაციების სამსახურში მოქალაქეებისგან 100-ზე მეტი გამოძახება შევიდა.

წვიმა საღამოს 8 საათზე დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქში გადაჭარბებულად ბევრი ნალექი დაგროვდა.

ავტომანქანებს გადაადგილება უჭირდათ თბლისის სხვა უბნებშიც. გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელი წყლით იმდენად აივსო, რომ ავტომანქანის გამოყვანა გაჭირდა.

ერთსაათიანმა ძლიერმა წვიმამ თბილისის უბნებში ასფალტის საფარი დააზიანა. მთლი ღამის განმავლობაში დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. წუხელვე სტიქიისგან დაზარალებულები თბილისის მერის მოადგილემ მოინახულა.

წვიმამ გზებზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რის გამოც ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე რამდენიმე საათით მოძრაობა შეწყდა. დღეს გამთენიას ბაგებში მეწყერი ჩამოწვა. დაზიანდა საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზა.

სინოპტიკოსების ვარაუდით, მცირე ნალექი თბილისში დღესაც მოსალოდნელია.

ჰაერის ტემპერატურის მატებას და ნაკლებ ნალექს სინოპტიკოსები ივლისის ბოლოდან პროგნოზირებენ.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ჭიაბერაშვილს და მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს

22.05.13 10:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.More...

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

22.05.13 10:57

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლებში დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა. 54,000 ევრო, 33,000 დოლარი და 29,000 ლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ვანო მერაბიშვილის სახლიდან.More...

გოგა ბოკერია მთავრობას ოპონენტების დევნაში ადანაშაულებს

22.05.13 11:04

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებას უშიშროების საბჭოს მდივანი გამოეხმაურა. გიგა ბოკერიას აზრით, ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო და მიზნად ისახავს ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის ჩამოშორებას...More...

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

22.05.13 11:54

17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს და გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პუტინი თიბილოვს სოჭის რეზიდენციაში შეხვდა

22.05.13 11:35

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა. More...

ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები აზერბაიჯანში

22.05.13 11:24

საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ბაქოში შეხვედრის დროს.More...

ჩიორა თაქთაქიშვილის პროტესტი

21.05.13 17:54

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. More...

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება

21.05.13 17:33

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company