თბილისი-კიევის რეისი გაურკვეველი ვადით გადაიდო
15.07.12 17:14
თბილისის სერთაშორისო აერპორტში მგზავრები თბილისი-კიევის რეისის შესრულებას ელოდებიან. რეისი, რომელიც 7 სათზე უნდა შესრულებულიყო, გაურკვეველი ვადითაა გადადებული.
ავიალაინერს ტექნიკური გაუმართაობა აღმოაჩნდა.
მგზავრები უკვე რამდენიმე საათია ელოდებიან პასუხს, როდის შესრულდება რეისი, თუმცა უშედეგოდ.
კიევში გაფრენას ელოდებიან ჭიდაობის ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც. ისინი უკრაინაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მიემგზავრებიან და დაგვიანების გამო, არაა გამორიცხული, ქართველი ფალავნები ტურნირიდან მოხსნან.
|