ფოჩხუას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება
16.07.12 12:07
ანაკლიაში დაღუპული გიორგი ფოჩხუას ცხედრის ექპერტიზის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ის მოკლულია.
ახლობლების თქმით, ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობა. მომხდარის მიზეზად ძარცვა სახელდება. გარდაცვლილს თან აღარ ჰქონდა ქორწინების ბეჭედი და სხვა პირადი ნივთები.
ოჯახის ინფორმაციით, მკვლელის ვინაობა ცნობილია და მას პოლიცია ეძებს.
27 წლის მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. მანამდე კი ის ”რუსთავი 2"-ის პროექტ ”ჯეობარში” მონაწილეობდა.
მომღერალს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.
|