პრემიერ-მინისტრი ქარელის რაიონში იმყოფებოდა. ვანო მერაბიშვილმა თამაზ თოთლაძის ვაშლის ბაღი დაათვალიერა და მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიას გაეცნო. პრემიერმა მებაღეს მოსავლის დაბინავება-რეალიზაციისთვის სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გააცნო. ამ მიზნით მთავრობა სახელმწიფო კომპანიის შექმნას აპირებს. ასევე იგეგმება, თბილისის მსგავსად, 40,000 ტონის ტევადობის მაცივრების მსგავსი ქსელის მოწყობაც.
ვანო მერაბიშვილმა შეხვედრაზე ქართული პროდუქტის ადგილობრივი ბაზრის მთლიანად ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა. ხელისუფლება მოსახლეობას მოსავლის ექსპორტშიც დაეხმარება.
საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის კომპანია `სინათლის ქალაქის`ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღო. კომპანიის დირექტორის თქმით, ორგანიზაციაში შესულია შემოსავლების სამსახურიც, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს.
ქართული კონიაკი `ძველი კახეთი` რუსულ ბაზარზე რამდენიმე კვირაში შევა. ქართულ ღვინის კომპანია `კახურ მეღვინეობას` დღეს მოუვიდა რუსეთიდან დასტური ბაზარზე მათი ნაწარმის შეტანის თაობაზე.
ცოტა ხნის წინ დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეუნებულ დოკუმენტაციაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა. თემურ ჯანაშიას თქმით, ნებისმიერი თანხა...
მინერალური წყალი ბორჯომი რუსეთის ბაზარზე დაუშვეს. ამ ინფორმაციას `როსპოტრებნადზორის`ხელმძღვანელზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
`როსპოტრებნადზორის`ექსპერტები ქართული პროდუქციის სინჯებს ელოდებიან, რათა კომპანიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდეს და მათ პროდუქციის რუსეთში გატანის საშუალება მიეცეს.