ორშაბათი, 20.05.13   21:04
+16.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

პრეზიდენტი და მინისტრები კახეთში იმყოფებიან

19.07.12 14:42

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და მინისტრები სტიქიის შედეგად დაზარალებულ კახეთში იმყოფებოდნენ, სადაც მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მიხეილ სააკაშვილმა მინისტრებს შექმნილი ვითარების დეტალურად შესწავლა, აუცილებელი ძალების მობილიზება და მოსახლეობის დასახმარებლად კონკრეტული ღონისძიებების დაწყება დაავალა.

ვანო მერაბიშვილმა უწყებათა ხელმძღვანელებს რეგიონის სოფლების დათვალიერება და შექმნილი ვითარების ადგილზე გაცნობა დაავალა. თავად პრემიერი კი სოფლების გამგებლებს შეხვდა და კახეთის რვა რაიონში შექმნილი სიტუაციის შესახებ მათგან მიიღო ინფორმაცია. პრემიერ-მინისტრი სოფელ კურდღელაურში ჩავიდა, სადაც უკვე მუშაობს თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო ბატალიონიც.

სტიქიის შედეგად დაზარალებული თელავის ქუჩებში გავიდა საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს ესაუბრა და მთავრობის გეგმები გააცნო, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება უამინდობის შედეგებთან გამკლავებას. პრეზიდენტი დაზარალებული მაისურაძეების ოჯახსაც ესტუმრა და ასევე თელავის ბავშვთა სახლში არსებულ მდგომარეობასაც გაეცნო. აქ ეზო და საწყობები მთლიანად განადგურებულია, თუმცა ბავშვების საძინებლები სტიქიას გადაურჩა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ვანუატუმ აფხაზეთის აღიარება გააუქმა

20.05.13 15:26

ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.More...video clip 

ბაკურციხეში სტიქიით დაზარალებულებმა აქცია გამართეს

20.05.13 15:06

ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ. More...video clip 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

20.05.13 15:46

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია 17 მაისის მოვლენების გამო ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. More...video clip 

ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

20.05.13 17:52

ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დავით ზალკანიანს პასუხობს

20.05.13 17:42

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებებს პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ვიზიტების არაკოორდინირებული მუშაობის შესახებ. More...video clip 

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

20.05.13 15:42

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს თბილისში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.More...video clip 

გიორგი შოვნაძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

20.05.13 12:55

გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.More...video clip 

საგარეო უწყება პრეზიდენტს პასუხობს

20.05.13 12:27

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე უფრო აქტიური მუშაობის აუცილებლობასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს.More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
Comedy-შოუ

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company