სტიქიისაგან დაზარალებულ თელავში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ძირითადად, ქალაქის იმ ნაწილში, რომელიც სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. იქ იმყოფებიან საგანგებო შტაბის წევრები, რეზერვისტები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ათასი რეზერვისტი რეგიონში გუშინ ჩავიდა მოსახლეობის დასახმარებლად. ისინი მაშველებთან ერთად დღეს დილიდან ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილ ხეებს ჭრიან და ტერიტორიას ასუფთავებენ.
სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად კონკრეტული ღონისძიებები გუშინვე დაიგეგმა. პრეზიდენტმა მინისტრებს დავალებები შტაბის სხდომაზე მისცა, რომელიც ყვარელში ღამით გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა სამუშაოები. პრეზიდენტმა გვიან ღამით თავად შეამოწმა მათი მიმდინარეობა.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.