ორშაბათი, 20.05.13   16:48
+14.6°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პრეზიდენტმა სალიკვიდაციო შტაბის სხდომა მოიწვია

20.07.12 14:40

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომა მოიწვია, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად დაწყებული მასშტაბური სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავრობა, პრაქტიკულად, შეუძლებელს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს.

მისი თქმით, სტიქიის შედეგად ყველაზე მძიმედ დაზარალებულები სრულად მიიღებენ კომპენსაციას, დანარჩენებს კი ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კრედიტებს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას მათი გადახდის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება, სესხის პროცენტს კი სახელმწიფო დაფარავს.

საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, მთავრობის გეგმა საზოგადოებას ვანო მერაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე წარუდგინა. სახელმწიფო მზად არის დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს და მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. ამისათვის პრეზიდენტის დავალებით მთავრობამ სპეციალური გეგმა შეიმუშავა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ბაკურციხეში სტიქიით დაზარალებულებმა აქცია გამართეს

20.05.13 15:06

ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ. More...video clip 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

20.05.13 15:46

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია 17 მაისის მოვლენების გამო ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. More...

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

20.05.13 15:42

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს თბილისში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.More...video clip 

ვანუატუმ აფხაზეთის აღიარება გააუქმა

20.05.13 15:26

ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

გიორგი შოვნაძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

20.05.13 12:55

გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.More...video clip 

საგარეო უწყება პრეზიდენტს პასუხობს

20.05.13 12:27

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე უფრო აქტიური მუშაობის აუცილებლობასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს.More...video clip 

მოქალაქეთა მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს

20.05.13 11:45

საქართველოს 1,200-ზე მეტი მოქალაქე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და 17 მაისის მოვლენების საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. More...video clip 

არასამთავრობოები 17 მაისის დარღვევებზე პროკურატურას მიმართავენ

20.05.13 11:15

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანის უფლებათა დამცველები რუსთაველის გამზირზე 17 მაისს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მოპოვებულ ვიდეომასალასა და მონიტორინგის შედეგებს პროკურატურას გადაუგზავნიან.More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
Comedy-შოუ

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company