ცესკოში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა იწურება
31.08.12 16:59
ცეტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიის წარდგენის ვადა იწურება.
პარტიებმა ან საარჩევნო ბლოკებმა პარტიული სიები და მაჟორიტარი კანდიდატების სარეგისტრაციო დოკუმენტები ხვალ, საღამოს 6 საათამდე უნდა წარადგინონ.
პროცედურების დასურლების შემდეგ, ოფიცილურ მონაცემებს ცესკო 6 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
იმ კანდიდატებს, რომლებსაც სახელმწიფო თანამდებობა უკავიათ, პოსტიდან უნდა გადადგნენ არაუგვიანეს 3 სექტემბრამდე. ამის შემდეგ, შემოწმდება პარტიული სია.
კანონის მიხედვით, ერთი და იგივე პირი ორ პარტიულ სიაში არ უნდა იყოს დაფიქსირებული, ხოლო მაჟორიტარი კანდიდატების სიებთან ერთად, მათი ნარკოლოგიური ცნობებიც უნდა იყოს წარმოდგენილი.
|