ქრისტიან-დემოკრატებმა პარტიული სიის პრეზენტაცია გამართეს
31.08.12 18:49
"ქრისტიან დემოკრატებმა", დღეს, პარტიული სიის პრეზენტაცია გამართეს. სიის პირველი ნომერი პარტიის ლიდერი იქნება. მეორე ნომრად ლევან ვეფხვაძე, მესამედ გიორგი ახვლედიანი დასახელდა.
ინგა გრიგოლია, ზაზა გაბუნია და ჯაბა სამუშია სიაში საკუთარი სურვილით არ შევიდნენ, ისინი მაჟორიტარის მანდატისათვის იბრძოლებენ.
გიორგი თარგამაძემ მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის კიდევ ორი რაიონში დაასახელა, დიდუბეში კენჭს ზურა ხაჩიძე, საბურთალოზე ნოდარ სარჯველაძე იყრის.
|