გამყრელიძე ივანიშვილს ულტიმატუმის ენით საუბარს არ ურჩევს
31.08.12 19:57
პარტიის საარჩევნო სიაზე ისაუბრა, დღეს, "ახალი მემარჯვენეების" პირველმა ნომერმა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. დავით გამყრელიძემ ბრიფინგი "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართა.
მემარჯვენეების ლიდერი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. დავით გამყრელიძე კოალიციის ლიდერის 6-პუნქტიან მოთოხვნას შეცდომას უწოდებს და ბიძინა ივანიშვილს ულტიმატუმის ენით საუბარს არ ურჩევს.
ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებას 6 პუნქტისაგან შემდგარი მოთხოვნები გუშინ წაუყენა. ულტიმატუმი შემდეგ შინაარსისაა: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების აღსრულების შეჩერება; უწყებათაშორის კომისიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ჩართვა; სატელიტური თეფშების მოსახლეობაში გავრცელებაზე შეზღუდვის მოხსნა და ემიგრანტებითვის ხმის მიცემის ხელშეწყობა, არჩევნების დღის შეცვლის ჩათვლით. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ”ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებს არასამართლიანად და გაყალბებულად გამოაცხადებს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროცესები სხვაგვარად წარიმართება.
|