 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ჭიაბერაშვილმა დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობა შეამოწმა
01.09.12 20:46
ჯანდაცვის მინისტრი, დღეს დილიდან, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს სტუმრობდა და სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობა პირადად ამოწმებდა.
ახალი პროგრამის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულმა ყველა ადამიანმა, კუთვნილი მომსახურება სრულად და შეუფერხებლად მიიღოს.
დღეიდან, საქართველოში ახალი სახელმწიფო სადაზღვეო პროგრამა ამოქმედდა. სახელმწიფო დაზღვევის პოლისით სარგებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 2 მილიონ 400 ათას ადამიანს შეუძლია. ესენი არიან ყველა ასაკით პენსიონერი, 0-დან 6 წლამდე ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სტუდენტები.
|
 |
 |
|
|
|
|

|