ხუთშაბათი, 20.06.13   00:24
+20.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
4 
5 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელი დაკრძალეს

02.09.12 18:14

საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანში დღეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელი დაკრძალეს. სოლომონ წიკლაურის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა და შს მინისტრმა მიუსამძიმრეს.

მიხეილ სააკაშვილმა წიკლაურის ახლობლებს თანადგომა გამოუცხადა.

დაკრძალვის ცერემონიას ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები და რიგითი მოქალაქეებიც დაესწრნენ.

დაღუპული კაპიტანი გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდო მის ოჯახს გადაეცა.

აგვისტოს ბოლოს საქართველო-რუსეთის საზღვართან ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი.

ლოპოტის ხეობაში შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაცია 29 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყო. საქართველოში გადმოსულმა შეიარაღებულმა პირებმა მანამდე მძევლების რამდენიმე ჯგუფი აიყვანეს, მათ გასათავისუფლებლად სპეციალური ღონისძიებები მალევე დაიწყო. ბოლო მძევლის გათავისუფლებას უკვე ორმხირივი სროლა მოჰყვა. სწორედ ამ შეტაკების დროს მოხდა შეიარაღებული ჯგუფის წევრების ლიკვიდაცია და დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 სპეცრაზმელი - იოსებ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე თავდცავის სამინისტროს სპეცრაზმის ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.

ცეცხლის გახსნამდე საზღვარზე გადმოსულ პირებს სამართალდამცველებმა დანებება რამდენჯერმე შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შსს-მ ცხრა ადამიანი დააკავა

19.06.13 13:49

სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.More...video clip 

ბედუკაძე ხიდაშელს სპეციალური განცხადებით პასუხობს

19.06.13 11:43

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელაMore...video clip 

`საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო`ბედუკაძის შესახებ

19.06.13 11:54

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია. More...video clip 

იუნესკო: ბაგრატი კულტურული მემკვიდრეობის სიაში რჩება

19.06.13 19:54

იუნესკო ადასტურებს, რომ ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღებული არ არის და ის იმ ძეგლთა სიაში რჩება, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

შეხვედრა დიპლომატებთან

19.06.13 18:20

სამალავებში აღმოჩენილ ფირებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს. More...video clip 

ქუთაისში ოთხი პირი დააკავეს

19.06.13 15:01

ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.More...video clip 

ირაკლი ღარიბაშვილი ანჯეი ტიშკევიჩს შეხვდა

19.06.13 13:34

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჟეი ტიშკევიჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. More...

რამზან კადიევის განცხადება

19.06.13 13:20

რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company