ჯანდაცვის მინისტრი დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობას ეცნობა
03.09.12 11:06
ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სამედიცინო დაზღვევის ახალი სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობას სხვადასხვა კლინიკაში ამოწმებს.
მინისტრის თქმით, ორი დღის განმავლობაში სადაზღვევო ბარათებით უკვე 6 ათასამდე პაციენტმა ისარგებლა. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ დღეიდან კლინიკებსა და პოლიკლინიკებში მიმართვა კიდევ უფრო გაიზრდება.
ქვეყნის მასშტაბით არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 400-ზე მეტი მონიტორი მუშაობს, რომლებიც პროგრამის შეუფერხებლად მუშაობას უზრუნველყოფენ. ზურაბ ჭიაბერაშვილი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროში ცხელი ხაზიც მოქმედებს.
|