უნიკალური აღმოჩენა ჭიათურაში
03.09.12 11:21
უნიკალური აღმოჩენა ჭიათურაში – არქეოლოგებმა მღვიმე-უნდოს კლდეში ვულკანურ ფერფლს მიაგნეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს 35,000 წლის წინ რეგიონში ყველაზე ძლიერი ვულკანურ ამოფრქვევის შედეგია.
მათივე თქმით, სწორედ ამ ფაქტმა მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა კავკასიის კლიმატურ ცვლილბებზეც. ამავე დროს არქეოლოგები საქართველოში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მიწისძვრასაც იკვლევენ, რომელიც, სავარაუდოდ, 80 ათასი წლის წინ მოხდა.
სპეციალისტებმა უნდო–მღვიმეში ამ პერიოდის დათვების ნაშთებიც აღმოაჩინეს. სოფელ ვაჭევში არსებული უნდო მღვიმე მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს. აქ გამოვლინდა კავკასიის რეგიონში არსებული პირველი კედლის მხატვრობა და უძველესი ადამიანების ნაშთები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე 300 ათასი წლის წინ ბინადრობდნენ.
|