ლიკვიდირებული შვიდი პირი იდენტიფიცირებულია
03.09.12 11:37
ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდებული თერთმეტი შეიარაღებული პირიდან შვიდის იდენტიფიკაცია დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მათგანი საქართველოს მოქალაქე - ასლან მარგოშვილი (დაბადების თარიღი: 28/06/1990) და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი (დაბადების თარიღი 07/02/1986) არიან.
5 მათგანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.
დანარჩენი იდენტიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან: დუკვახა დოშუევი (ჩეჩნეთი), სალამ ზაურბეკოვი (ჩეჩნეთი), ხაშიევ ჯაბრაილი (ინგუშეთი), მუსა ადუევი (ჩეჩნეთი).
|