სასერტიფიკატო გამოცდები დასრულდა03.09.12 14:38რვა ათასამდე პედაგოგი სერტიფიკატს მიიღებს. მიმდინარე წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა. გამოცდების შედეგებს კი ისინი სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებიდან ( www.naec.ge; www.tpdc.ge) შეიტყობენ. შარშანდელთან შედარებით, სერტიფიკატი ორნახევარჯერ მეტმა მასწავლებელმა მიიღო. მომდევნო გამოცდა უკვე 2013 წელს ჩატარდება. დღესვე განათლების სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონის 100-მდე წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა. |
||||||||||
![]() |
||||||||||







