ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს იწყებს
04.09.12 11:05
საქართველოში ვიზიტად მყოფი ფიჯის კუნძულების საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს შეხვედრებს იწყებს. რატუ ინოკე კუბუ აბულა თბილისში დაგეგმილ ამბასადორიალზე დასასწრებად ჩამოვიდა.
ყოველწლიურ შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ასევე შვედეთისა და პოლონეთის მთავარი დიპლომატები კარლ ბილდტი და რადოსლავ სიკორსკი. ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ნატოს გენერალური მდივანიც. ეს ანდრეს ფოგ რასმუსენის მესამე ვიზიტი იქნება საქართველოში.
გენერალური მდივანი უცხოეთში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებთან ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრებს. ამბასადორიალზე, რომელიც ხვალ გაიხსნება, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები წლის მთავარ პრიორიტეტებს განიხილავენ. ამბასადორიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრი გახსნის.
|