გრიგოლ ვაშაძე რუმინეთში გამართულ ამბასადორიალს დაესწრო
04.09.12 11:38
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბუქარესტში გამართულ ამბასადორიალს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო. გრიგოლ ვაშაძე შეხვედრაზე სიტყვითაც გამოვიდა. ამბასადორიალი რუმინული დიპლომატიის 150 წლისთავს მიეძღვნა.
გრიგოლ ვაშაძემ პირისპირ შეხვედრებიც გამართა; რუმინეთის ოფიციალურმა პირებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, შავი ზღვის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლისა და ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზეც.
საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
მშვიდობიან მანიფესტაციაზე შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა 17 მაისს მომხდარ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა იყო.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.
ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება.