საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. ჰერმან-ვან-რომპეი საუბარში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირთან ურთიერთობები ორივე მხარისათვის სასარგებლო იქნება.
შეხვედრისას საუბარი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასაც შეეხო. მხარეებმა სამეზობლო პოლიტიკასა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებაც ისაუბრეს. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროინსტიტუტების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ურყევი ნება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეას სიტყვითაც მიმართავს.
ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია 17 მაისის მოვლენების გამო ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
დილიდან გაფიცულია ზესტაფონის ფერო-შენადნობთა ქარხნის ასობით თანამშრომელი - ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას მოითხოვენ. მათი სურვილია, რომ ასევე 20%-ით გაიზარდოს ღამის სამუშაო საათების ანაზღაურება.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე უფრო აქტიური მუშაობის აუცილებლობასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს.
საქართველოს 1,200-ზე მეტი მოქალაქე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და 17 მაისის მოვლენების საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.