|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
|
|
19
|
|
|
|
|
24
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
NDI-მ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
05.09.12 15:02
საქართველოს მოსახლეობის სამი უმთავრესი პრიორიტეტი სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობაა - ეს დასკვნა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევიდან გამომდინარეობს. კვლევის შედეგები ენ-დი-აიმ დღეს გაახმაურა. კვლევა ამერიკულმა ორგანიზაციამ აგვისტოს პირველ ნახევარში ჩაატარა და ქვეყნის მასშტაბით 2038 ადამიანი გამოკითხა.
გამოკითხულთა 57 % პრიორიტეტულ საკითხად სამუშაო ადგილების შექმნას მიიჩნევს, 35 % ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, 34% კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
კითხვაზე: როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 54 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანა ნამდვილად, ან ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება.
მოსახლეობის 42 % მიიჩნევს, რომ საქართველოში არის დემოკრატია - ეს მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით 5 %-ით გაიზარდა; 40-ც %-მდე შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.
კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 77-მა % დადებითად უპასუხა.
|
 |
 |
|
|


|
|
|

|