ამბასადორიალს ნატოს გენმდივანი შეუერთდება
06.09.12 10:14
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალს დღეს ნატოს გენერალური მდივანი შეუერთდება. ანდერს ფოგ რასმუსენი რამდენიმე საათში ჩამოვა. იგი ყოველწლიური შეკრების მონაწილეებს სიტყვითაც მიმართავს.
ფორუმის მეორე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე გახსნის. ქართველი ელჩების გარდა, ამბასადორიალზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდნენ მაღალი რანგის უცხოელი სტუმრები. მონაწილეების წინაშე სპეციალური მოხსენებით წარდგება არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი.
როგორც ფორუმზე ითქვა, 2013 წლის ბოლოს საქართველოს მოქალაქეებმა შესაძლოა შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეძლონ. სწორედ ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობაა შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემა. დღეს დიპლომატები საქართველოს შიდა პროცესებს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის დეოკუპაციის საკითხებს განიხილავენ.
|