ჰააგაში მომხდარ გახმაურებულ ყაჩაღობაში ბრალდებული ქართველის საქმის განხილვა უკვე დაიწყო. 19 წლის სანდრო გრიგოლიას ადგილობრივი კანონმდებლობით გაასამართლებენ, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ არის.
ჰააგაში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი სანდრო გრიგოლია ქართველმა სამართალდაცველებმა აპრილში დააკავეს. მან დანაშაულის აღიარება და ქართველ სამართალადამცველებთან ჩაბარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის მიერ ჩადენილი დანაშაული გახმაურდა.
მაღაზია ჰააგაში 25 აპრილს გაძარცვეს. ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილმა გრიგოლიამ თანამზრახველთან ერთად მეპატრონისგან მოითხოვა ფული და ოქრო. ინციდენტს გასროლაც მოყვა და რამდენიმე ტყვია იუველირს მოხვდა. მაღაზიის 47 წლის მეპატრონე საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ლეონიდ კოჟარას უმასპინძლა.