სამშაბათი, 21.05.13   22:48
+15.5°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

რასმუსენმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

06.09.12 21:12

"თუ 2008 წლის კონფლიქტი მდგომარეობდა იმაში, რომ განხორციელებულიყო ჩარევა ნატოს გადაწყვეტილებაში მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ჩავარდა," - ეს განცხადება ანდერს ფოგ რასმუსენს ეკუთვნის. ასეთი მკვეთრი განცხადებით გამოეხმაურა ალიანსის გენერალური მდივანი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ცნობილ აღორებას რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების მიზეზებზე.

"თუ 2008 წლის კონფლიქტის მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ განხორციელებულიყო ჩარევა ნატოს გადაწყვეტილებაში, ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ნატოს გადაწყვეტილებაში გაფართოებასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ეს ჩავარდა. არც ერთ მესამე ქვეყანას არ გააჩნია უფლება ჩაერიოს ნატოს გადაწყვეტილებებში. ჩვენ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვთქვით ჩიკაგოში, რომ ჩვენი კარი გახსნილია. ჩვენ ვართ ერთგული პრინციპების და ეს ნიშნავს, რომ თითოეულმა დამოუკიდებელმა ერმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი მოკავშირეობის შესახებ ნატოსთან და იმედი გვაქვს, რომ რუსეთი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მან.

ნატოს გენერალური მდივანი დღის ბოლოს ავღანეთში მიმავალ ქართველ ჯარისკაცებსაც შეხვდა. მანამდე კი ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა დღესვე ბრიუსელიდან სხვა გზავნილებიც ჩამოიტანა. არჩევნების წინ მან საქრთველოს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. პრეზიდენტთან თითქმის ერთსაათიანი შეხვედრის შედეგ გამართულ ერთობლივ პრიფინგზე განაცხადა, რომ ალიანსი ერთგული რჩება თავისი განსაკუთრებული გადაწყვეტილების და რომ საქართველოს მომავალი სახლი ნატოშია.

,,ნატო მხარდაჭერას უცხადებს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტისადმი ურყევია;

,,საქართველოს აქვს სურვილი - იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალო პარტნიორი.  თქვენ გინდათ გახდეთ ნატოს წევრი და ჩვენი სამიტი ბუქარესტში, რომელიც 2008 წელს გაიმართა სამიტზე, გადავწყვიტეთ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ჩიკაგოში მაისში წელს ნათლად განვაცხადეთ, რომ ვიცავთ  ჩიკაგოში მიღებული პრინციპებისა  და  გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით,  შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს პროგრესს," - განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.

,,ნატოს კარი გახსნილია ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან მუშაობა გააგრძელონ რეფორმების და ინტეგრირების კუთხით. თქვენ მტკიცედ დგახართ რეფორმების გზაზე და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეთ. ეს არის ძალიან მძიმე სერიოზული სამუშაო, რომელმაც უფრო ახლოს დაგაყენათ ნატოს წევრობასთან. მნიშვნელოვანია საქართველო ჩაებას იმ პროცესებში, რაც უკავშირდება ურთიერთობას სამხრეთ ოსეთის ხალხთან. ჩიკაგოში ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევია, რასაკვირველია, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.  ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს რეფორმების პროცესების მხარდაჭერას", - განაცხადა რასმუსენმა.

,,ჩვენ ასევე ვუყურებთ საქართველოს და თვალს ვადევნებთ, თუ როგორ გრძელდება დემოკრატიული რეფორმები. შესაბამისად, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მოწყობა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის ბრწყინვალე ტესტი იქნება და მინდა ვთქვა, იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე პასუხისმგებლობით შეასრულებს თავის როლს ამ პროცესში. მომავალი თქვენს ხელშია, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ნატოს სახელით მეგობარი გყავთ და იმედი, რომელიც  ნატოს მტკიცედ უკავშირდება", - თქვა მან.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც ჩიკაგოს სამიტიდან საქრთველოში 4 თვის შემდეგ ისევ ჩამოვიდა, დღეს თბილისში ამბასადორიალსაც დაესწრო. მან ქართული დიპლომატიური ფორუმის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

ანდერს ფოგ რასმუსენის გამოსვლის შეფასებები საპატიო სტუმრის წასვლის შემდეგ გაკეთდა.

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის ბოლოს იმ ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა, რომლებიც ავღანეთში სულ ცოტა ხანში გაემგზავრებიან. მე-12 და 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონები ჰელმანდის პროვინციაში მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად ანტიტერორისტულ ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი ამერიკელ საზვაო ქვეითებთან ერთად მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობაშიც ჩაერთვებიან. ნატოს გენერალურმა მდივანმა დღეს ქართველ ჯარისკაცებს წარმატება უსურვა და ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. განცხადება დღეს ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა.

დღის ბოლოს ნატოს გენერარულმა მდივანმა საქართველოს დატოვა. თბილისისდან ის ბაქოში გაემგზავრა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დააკავეს

21.05.13 16:37

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. More...video clip 

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება

21.05.13 17:33

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.More...video clip 

სახელმწიფო დეპარტამენტი 17 მაისის ინციდენტის შესახებ

21.05.13 10:58

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გააკეთა 17 მაისს თბილისში აქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პატრიკ ვენტრელმა განაცხადა, რომ...More...video clip 

ჩიორა თაქთაქიშვილის პროტესტი

21.05.13 17:54

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

არასაპარლამენტო ოპოზიცია 17 მაისის ინციდენტის შესახებ

21.05.13 15:10

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიებას მოითხოვენ. მათი აზრით, სამართალდამცველებმა, პირველ რიგში, აქციის ორგანიზატორები უნდა დააპატიმრონ და არა რიგითი მოქალაქეები.More...video clip 

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე იმყოფებიან

21.05.13 15:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან. More...video clip 

ჩოჩელი ხუხაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს

21.05.13 14:44

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი და ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი პრემიერ-მინისტრის მრჩეველს გია ხუხაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს. More...video clip 

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტთა კლუბში

21.05.13 14:31

ბიძინა ივანიშვილი ექსპერტთა კლუბში შეხვედრას მართავს. პრემიერ-მინისტრი ანალიტიკოსებს ხვდება და სავარაუდოდ, მათთან ერთად პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს განიხილავს. More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
ფოტოსესია პუანტებში

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company