ამერიკელი სენატორების ვიზიტი სრულდება
07.09.12 11:14
ცოტა ხანში ამერიკელი სენატორების ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდება და ისინი ქვეყანას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატოვებენ. გამგზავრების წინ სტუმრებმა საქართველოში გამართული შეხვედრები შეაჯამეს.
დღეს დილით კი ამერიკელი სენატორები ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაათვალიერეს. განათლების მინისტრმა მათ დაწვრილებით აუხსნა, როგორი იქნება ახალი სასწავლებელი, რომლის ძირითადი მიმართულებები ტექნოლოგიური, საინფორმაციო და საინჟინრო დისციპლინები იქნება. უნივერსიტეტი აღჭურვილი იქნება დასავლური სტანდარტების ინფრასტრუქტურით და ის ბათუმის ყველაზე მაღალი შენობა გახდება.
ამერიკელმა სენატორებმა მესტიაც დაათვალიერეს და იქ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
|