პრეზიდენტმა ამერიკელ სტუმრებს ყვარელში უმასპინძლა
07.09.12 11:40
საქართველოს პრეზიდენტის მარანში წელს განსაკუთრებული ჩამოსხმის ღვინო დადგება. ორი დღის წინ საკუთარი ხელით დაკრეფილი ყურძენი საწნახელში შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაწურეს, გუშინ კი იგივე ამერიკელმა სენატორებმა თავად ვენახის მეპატრონესთან ერთად გაიმეორეს. პრეზიდენტის სტუმრებს შორის იყო აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდიც.
მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ სტუმრებს საკუთარი ვენახები დაათვალიერებინა, მათ ვაზის ქართული ჯიშების უნიკალურობაზე ესაუბრა და ღვინის დაწურვისა და ჭაჭის დაყენების ტექნოლოგიებიც გააცნო. ამასთან, სტუმრებმა პრეზიდენტთან ერთად, სიმბოლურად, რთველშიც მიიღეს მონაწილეობა და ტრადიციისამებრ, ქართული სიმღერის თანხლებით, ყურძენიც თავად დაწურეს.
|