NDI-მ პოლიტიკური პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა
07.09.12 14:48
NDI-მ არჩევნებში მონაწილე პარტიების რეიტინგები და მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობის ამსახველი მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. აქამდე ორგანიზაცია გამოკითხვის შედეგებს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს აცნობდა, ამჯერად კი ეროვნული-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კვლევის შედეგები პირდაპირ საჯარო გაეხადა.
კითხვაზე `ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?`გამოკითხულთა 77%-მა დადებითად უპასუხა, 23%-მა კი უარყოფითად.
შეკითხვაზე `ვის მიცემდით ხმას, ხვალ რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები მათგან ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას?` პასუხები ასე გადანაწილდა.
ნაციონალური მოძრაობა - 37%, არ ვიცი - 22% უარი პასუხზე - 16%, კოალიცია ქართული ოცნება - 12%, არც ერთი პარტია - 3%, ქდმ 3%, სხვა ოპოზიცია - 2%.
|