სამშაბათი, 18.06.13   11:19
+25.7°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

`ერთიანი ნაციონალური მოძრაობა` შეხვედრებს მართავს

08.09.12 12:25

დღეს საქართველოს 11 ქალაქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა იმართება. ზოგიერთ ქალაქში მმართველი გუნდის მხარდამჭერებისა და დელეგატების შეკრება ერთდროულად ჩატარდება.

შეხვედრა ზუგდიდის ცენტრში უკვე მიმდინარეობს. მხარდამჭერები და დელეგატები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილები. ადგილზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ელოდებიან.

ნაციონალური მოძრაობის დღეს დაგეგმილ შეხვედრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება ბათუმში გაიმართება. აქ დელეგატებისა და მმართველი გუნდის მხარდამჭერები ევროპის მოედანზე არიან შეკრებილები. მოსამზადებელი სამუშაოები ქალაქში ჯერ კიდევ დილით დასრულდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს ყრილობას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს კიდევ 10 ქალაქში გამართავს. დედაქალაქში ყრილობა სპორტის სასახლეში, სხვა ქალაქებში კი შეხვედრები ღია ცის ქვეშ გაიმართება, საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე მიმართავენ და პროგრამას - "მეტი სარგებელი ხალხს" გააცნობენ.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ყრილობა 11 საათზე დაიწყო; ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე შეკრება ამ წუთებში მიმდინარეობს. ბათუმში ღონისძიება პირველ საათზეა დაგეგმილი; ყრილობები ერთდროულად გაიმართება რუსთავსა და მცხეთაში, ასევე ამბროლაურსა და ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე. ყრილობები ტარდება ქუთაისში, გორში, თელავში.

რეგიონებში მმართველი გუნდის მხარდასაჭერად ჩადიან საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებიც.

დღის ბოლოს შეკრება თბილისში, სპორტის სასახლეში საღამოს 7 საათზე დაიწყება.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ბანკის ძარცვაში ბრალდებული დააკავეს

18.06.13 10:00

დაკავებულია თბილისში, `ტაო პრივატ ბანკის` ფილიალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 20 წლის ახალგაზრდა. ის გურამიშვილის გამზირზე მდებარე ბანკში შეიარაღებული 10 ივნისს შეიჭრა. More...

`ტარასას` კვლავ პატიმრობა ემუქრება

18.06.13 10:59

ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული ე.წ. კანონიერ ქურდი ტარიელ ფოცხვერია, მეტსახელად `ტარასა` კვლავ სასამართლოს წინაშე წარდგება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა.More...

რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ

18.06.13 10:33

უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.More...

ნაციონალური მოძრაობა პრაიმერს იწყებს

17.06.13 18:27

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრაიმერისთვის ემზადება. გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატის პრაიმერის გზით შერჩევის შესახებ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

მარგველაშვილი ნაციონალურ მოძრაობას კონკურენტად არ მიიჩნევს

17.06.13 17:54

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" კონკურენტად არ მიიჩნევს. More...video clip 

ნათესავები აცხადებენ, რომ კადიევი უდანაშაულოა

17.06.13 17:41

ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული მიკაილ კადიევის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და არანაირ ტერაქტთან მას და ამავე საქმეზე დაკავებულ ომაროვს კავშირი არ ჰქონიათ.More...video clip 

ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა დაიწყო

17.06.13 16:23

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა შიმშილობა დაიწყო. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნაა საკანში ტელევიზორი ჰქონდეს.More...video clip 

იუსტიციის მინისტრი სომხეთში იმყოფება

17.06.13 15:29

იუსტიციის მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა სამართლებრივ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. თეა წულუკიანმა ამ მიმართულებით საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. More...video clip 


  სრული პროგრამა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: `რუსთავი 2` 19 წლის გახდა
P.S.: იდეალისტის 10 წელი
Comedy-შოუ: დუღარე შოუ

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company