ახალციხეში პრემიერი ამომრჩევლებს შეხვდა
08.09.12 20:21
ახალციხეში აქცია რაბათის განახლებული ციხის კარიბჭესთან გაიმართა. ამომრჩევლებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 საათისათვის მივიდა.
ვანო მერაბიშვილმა მმართველი გუნდის სამოქმედო გემაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაზე, დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრაზე.
მთავრობის ხელმძღვანელმა ახალციხის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი 500 საწარმო ამუშავდება, რაც სფეროში ვითარებას რადიკალურად გააუმჯობესებს.
|