შეიარაღებული დაჯგუფების წევრი დააკავეს08.09.12 19:26ლოპოტის ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების წევრი დააკავეს. ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ რამდენიმე შეიარაღებული პირის ძებნას განაგრძობდა, რომლებიც ხეობას აფარებდნენ თავს. განცხადებაში, რომელიც შსს-მ დღეს გაავრცელა, ნათქვამია, რომ დაკავებულია შეიარაღებული დაჯგფების ერთ-ერთი წევრი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან ახმეტ ჩატაევი. დაკავებული დაჭრილი იყო. მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ლოპოტის ხეობაში ძებნის ღონისძიებას. |
||||||||||
![]() |
||||||||||







