ნაციონალების მხარდამჭერი აქციები თელავში, გორსა და რუსთავში
08.09.12 20:39
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების აქციები გაიმართა დღეს თელავში, რუსთავსა და მცხეთაში.
მმართველი გუნდის მხარდამჭერები თელავში ერეკლეს მოედანზე შეიკრიბნენ. პარტიის ლიდერების მოსასმენად მოსახლეობა კახეთის რეგიონის 8 რაიონიდან ჩავიდა. ისინი თელავისაკენ ავტოკოლონებით გაემგზავრნენ.
თელავში მხარდამჭერებს მიმართა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
რუსთავის აქციასთან პარალელურ რეჟიმში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შეიკრიბნენ მცხეთაშიც. დავით ბაქრაძეს მმართველი გუნდის ამომრჩევლები სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე ელოდებოდნენ. დავით ბაქრაძემ მათ მთავრობის სამოქმედო გეგმას გააცნო და სიტყვით მიმართვისას პროგრამის ”მეტი სარგებელი ხალხს” დეტალებზე ესაუბრა.
შიდა ქართლშიც, გორში თეატრის წინ მოედანი კვლავ ხალხითა იყო სავსე. აქციაზე ხალხს მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.
ამომრჩევლებთან შესახვედრად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში ნაციონალური მოძრაობის ყრილობის დაწყებამდე პრეზიდენტმა მხარდამჭერებს გორის ცენტრში გამართულ აქციაზეც მიმართა. მზადება მმართველი გუნდის ლიდერთან შესახვედრად ქალაქში დილიდან მიმდინარეობდა. გორში ჩასასვლელად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები რეგიონის 4 რაიონულ ცენტრში დილიდან იკრიბებოდნენ.
|