ქართველი კალათბურთელები 2013 წლის ჩემპიონატზე ითამაშებენ
09.09.12 12:56
საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე გასულია.
73:70 - ჩვენებმა სამ ქულიანი სხვაობით დაამარცხეს ლატვიაში ადგილობრივი გუნდი. პრინციპული შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. საუკეთესო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მანუჩარ მარკოიშვილი იყო. მან გუნდს 17 ქულა შესძინა.
შესარჩევი ეტაპის ”დე” ჯგუფს კვლავ ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები ლიდერობს, ქართველი კალათბურთელები კი 12 ქულით მეორე ადგილზე არიან.
ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში იგორ კოკოშკოვის გუნდი 11 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეში ჰოლანდიის დამარცხებას შეეცდება.
ქართველი კალათბურთელები რიგიდან თბილისში დღეს ღამით ჩამოდიან.
|