ოთხშაბათი, 22.05.13   13:15
+22.6°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პოლიტიკური დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე

10.09.12 11:00

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის პირველი წინასაარჩევნო დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაიმართა. დებატებში მონაწილეობას მხოლოდ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული სამი კანდიდატი დათანხმდა. გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დებატებისთვის ოთხი კითხვა ქვეყნის მოსახლეობის მიერ დასახელებული ყველაზე აქტუალური თემებისა და მედიასაშუალებებისგან გამოგზავნილი შეკითხვების მიხედვით განისაზღვრა. ქვეყნის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, ფინანსები, ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და ჯანდაცვა - ეს ის თემებია, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებმა პასუხები პირდაპირ ეთერში გასცეს. გამომსვლელთა რიგითობა და კითხვა-პასუხი გადაცემის დაწყებამდე კენჭისყრით განისაზღვრა.

დებატების შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებმა პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში გადაინაცვლეს. ჟურნალისტების კითხვებს ქრისტიან-დემოკრატებისა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა უპასუხეს. მათ დებატები შეაფასეს და საარჩევნო ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების” პრემიერობის კანდიდატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - არ მიეღო მონაწილეობა დებატებში - ამომრჩევლებისადმი უპატივცემულობა უწოდეს.

მოგვიანებით კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმაც. დებატების ფორმატს ის აბსურდულს უწოდებს და კვლავ თავის მოთხოვნებს აყენებს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ჭიაბერაშვილს და მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს

22.05.13 10:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.More...

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

22.05.13 10:57

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლებში დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა. 54,000 ევრო, 33,000 დოლარი და 29,000 ლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ვანო მერაბიშვილის სახლიდან.More...

გოგა ბოკერია მთავრობას ოპონენტების დევნაში ადანაშაულებს

22.05.13 11:04

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებას უშიშროების საბჭოს მდივანი გამოეხმაურა. გიგა ბოკერიას აზრით, ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო და მიზნად ისახავს ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის ჩამოშორებას...More...

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

22.05.13 11:54

17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს და გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პუტინი თიბილოვს სოჭის რეზიდენციაში შეხვდა

22.05.13 11:35

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა. More...

ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები აზერბაიჯანში

22.05.13 11:24

საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ბაქოში შეხვედრის დროს.More...

ჩიორა თაქთაქიშვილის პროტესტი

21.05.13 17:54

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. More...

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება

21.05.13 17:33

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company