ერთი თვის წინ სვანეთში დაღუპული პოლონელი გოგონას ცხედარი მეთევზემ იპოვა. უშგულისკენ მიმავალი 23 წლის ანა ნოზოლევსკა აგვისტოში სოფელ კალასთან, მდინარე ენგურის სიახლოვეს ხევში გადაიჩეხა.
დაკარგულს თბილისის და რეგიონის სამაშველო სამსახური ერთ კვირის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა, რის შემდეგაც ძებნის ოპერაცია შეწყდა. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ ცხედარი მომხდარი შემთხვევიდან დაახლოებით 8 კილომეტრის მოშორებით მეთევზემ იპოვა და ის ამჟამად პროზექტურაშია გადასვენებული.
ანა ნოზოლევსკა საქართველოში მეგობართან ერთად იყო ჩამოსული. სწორედ მის მიერ დატოვებული მონაცემებით მოხერხდა დაღუპულის იდენტიფიკაცია. ოფიციალურად მის ამოსაცნობად დაღუპულის ოჯახის წევრებს საქართველოში დღეს ელოდებიან.
სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით ინფორმაციით სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფილიალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.