თბილისში ახალი სატრანსპორტო კვანძები გაიხსნა
09.09.12 18:18
ახალი გზაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის მერთან და თბილისელებთან ერთად გაიარა. მის დასათვალიერებლად მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა ღია ავტობუსით გაემგზავრნენ.
ავტობუსი ახალ ესტაკადაზე რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გავიდა. გაიარეს ვერეს ხეობა, იყალთოს გვირაბი და თამარაშვილის ქუჩაზე ახალი გზით გავიდნენ.
თბილისის მერის თქმით, მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორია სარეკრეაციო ზონად არის გამოცხადებული და უახლოეს მომავალში მისი ინტენსიური გამწვანებაც დაიწყება.
იყალთოს მთის გვირაბი და მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სატრანსპორტო კვანძები უკვე გახნილია. იყალთოს გვირაბის სიგრძე 204 მეტრია და ის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა. იყალთოს გვირაბის პარალელურად, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ახალი სატრანსპორტო კვანძი მოეწყო, რომლებიც ვერეს ხეობაში არსებულ მაგისტრალს ბახტრიონის, საბურთალოს, კარტოზიასა და თამარაშვილის ქუჩებთან აკავშირებს.
ახალ გზაზე მოეწყო სატრანსპორტო კუნძულები, ტერიტორია დაიხაზა თერმოპლასტით და აღიჭურვა საგზაო ნიშნებით. გაკეთდა ბეტონის ბორდიურები და ტროტუარები. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ახალი მაგისტრალების ამოქმედება თბილისს საცობებისგან მნიშვნელოვნად განტვირთავს.
|