საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეხვდა აშშ-ის უწყებათაშორის დელეგაციას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თომას მელიას ხელმძღვანელობით. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციას გააცნო წინასაარჩევნო გარემო და საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები.
საქართველოს 24 000 მოქალაქე პარალელურად უცხო ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მოსკოვი მიკაილ კადიევის რუსეთში ექსტრადიციას მოითხოვს. რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი მოთხოვნა უკვე მზადდება რუსეთის გენერალურ პროკურატურაში და უახლოეს მომავალში ქართულ მხარეს გადმოეგზავნება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრაიმერისთვის ემზადება. გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატის პრაიმერის გზით შერჩევის შესახებ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული მიკაილ კადიევის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და არანაირ ტერაქტთან მას და ამავე საქმეზე დაკავებულ ომაროვს კავშირი არ ჰქონიათ.
ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა შიმშილობა დაიწყო. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნაა საკანში ტელევიზორი ჰქონდეს.
იუსტიციის მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა სამართლებრივ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. თეა წულუკიანმა ამ მიმართულებით საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.