|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
|
|
19
|
|
|
|
|
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
აშშ-ის უწყებათშორისი დელეგაცია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა
12.09.12 14:05
შეერთებული შტატების უწყებათაშორისი დელეგაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იმყოფებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია სამსახურის გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება საქართველოში წინასაარჩევნო პროცესსა და მის გამჭვირვალობაზე გაამახვილეს.
`შეხვედრის მიზანი იყო განგვეხილა ის საკითხები, რომელიც ეხება პარტიების ფინანსური მონიტორინგის პროცესს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატებს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორია ხედვა ჩვენი სამსახურის პარტიების ფინანსურ მონიტორინგთან დაკავშირებით, რა კონკრეტულ საკითხებს ვიხილავთ, როგორია ჩვენი მიდგომები,`- განაცხადა შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ.
|
 |
 |
|
|

სხვა ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.
ყოფილი პრემიერისა და კახეთის გუბერნატორის დაკავება გახდა საუბრის ერთ–ერთი თემა ბიძინა ივანიშვილსა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზეც.
პრემიერ–მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.
ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. 
პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში მშობლების განზრახ მკვლელობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა მშობლები თავის საცხოვრებელ ბინაში...

|
|
|

|