პარასკევი, 24.05.13   00:51
+17.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ევროსაბჭოს დელეგაციამ ვიზიტი შეაჯამა

12.09.12 21:12

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, არჩევნების შედეგები წინასწარ ეჭვქვეშ არ დააყენონ. ბრიუსელიდან ჩამოსული დელეგაცია შეხვედრებს მთელი დღის განმავლობაში მართავდა და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს ეცნობოდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს.

"მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გადამწყვეტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ის ლაკმუსის ტესტი იქნება დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ ქვეყნის ერთგულების დასამტკიცებლად.

"პლურალისტული და კონკურენტული გარემო, რომელიც შექმნილია წინასაარჩევნო პერიოდში, ამომრჩეველს საშუალებას მისცემს გააკეთოს თავისი არჩევანი.

"მიუხედავად ამისა, დელეგაცია გამოხატავს შეშფოთებას იმ პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის გამო, რომელიც იქმნება დაპირისპირებულ მხარეებს შორის და რომელიც არასასურველ ჩრდილს აყენებს საარჩევნო კამპანიას.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, თავი შეიკავონ საარჩევნო პერიოდში ასეთი ნეგატიური კამპანიის წარმოებისაგან და სანაცვლოდ ამომრჩეველს გააცნონ საკუთარი საარჩევნო პლატფორმა, თუ რას სთავაზობენ მას.

"ხელისუფლებამ და ყველა საარჩევნო სუბიექტმა უნდა გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს კონსტრუქციული და ინკლუზიური კამპანიისათვის აუცილებელი გარემო და ყველამ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რაც გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის ყველა პარტიის თანასწორ მონაწილეობას საარჩევნო პროცესში.

"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ მთლიანად დაემორჩილოს საარჩევნო კანონმდებლობას და ხაზს ვუსვამთ, რომ კანონის უსამართლოდ გამოყენების აღქმა არ უნდა გახდეს იმის გასამართლებელი საბაბი, რომ ვინმე კანონს არ დაემორჩილოს.

"დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა საარჩევნო პროცესის მიუკერძოებლიობისა და სამართლიანობისადმი. ყველა პარტიამ და სახელმწიფო დაწესებულებამ თავი უნდა შეიკავოს ნაბიჯების გადადგმისაგან, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ამ ნდობას და ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა კიდევუფრო გამყარდეს.

"სწორედ ამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს, არ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნები და მისი შედეგები, ვიდრე არჩევნები მაინც ჩაატარებულა," - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ.

პირველი შეხვედრა კი დელეგაციამ დღეს დილით სახალხო დამცველთან გამართა. ბრიუსელიდან ჩამოსული 10-კაციანი ჯგუფი, ლუკა ვოლონტეს ხელმძღვანელობით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს სწავლობს. სწორედ ამიტომ, სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით, სახალხო დამცველთან მოლაპარაკების თემა არა ზოგადად ადამიანის უფლებები, არამედ საპარლამენტო არჩევნებამდე შექმნილი ვითარების განხილვა იყო.

სახალხო დამცველის შემდეგ, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ საუბარი ქრისტიან-დემოკრატებთან გაგრძელდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ოპოზიციურ ძალებს დღეს ცალ-ცალკე შეხვდა. გიორგი თარგამაძის პარტიასთან კონსულტაციების შემდეგ ლუკა ვოლონტეს ჯგუფი დავით გამყრელიძეს, მოგვიანებით კი "ქართულ ოცნებას" გაესაუბრა.

რატომ არის პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემო და რა ვითარებაში მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიების კამპანია, ამ საკითხებს განიხილავდა ევროსაბჭოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებთან.

დღესვე ბრიუსელიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოს პრეზიდენტმა, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უშიშროების საბჭოს მდივანმა და სახელმწიფო აუდტის სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღეს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ჭიაბერაშვილმა საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა

23.05.13 12:16

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა 20,000 ლარის გირაოს თანხა გადაიხადა.More...video clip 

მერაბიშვილი თბილისში, N9 დაწესებულებაში გადმოიყვანეს

23.05.13 10:00

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ გვიან ღამით ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვანეს.More...video clip 

მერაბიშვილის მეუღლე და თბილისის მერი საქართველოში დაბრუნდნენ

23.05.13 10:39

ვანო მერაბიშვილის მეუღლე საქართველოში დაბრუნდა. თაკო სალაყაია თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ყოფილი პრემიერის მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა თბილისის მერი. More...video clip 

დიმიტრი შაშკინი მერაბიშვილს დიდი წონის პოლიტიკოსს უწოდებს

23.05.13 15:23

ვანო მერაბიშვილის დაკავებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის`გენერალური მდივნის დაკავებით მას პოლიტიკას ვერ ჩამოაშორებენ.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

23.05.13 14:53

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.More...video clip 

მამამ შვილი ფანჯრიდან გადააგდო

23.05.13 14:43

ერთი თვის ჩვილი მამამ ფანჯრიდან გადმოაგდო. მეორე სართულიდან გადმოგდებული ბავშვი ადგილზე დაიღუპა. More...video clip 

გიორგი მარგველაშვილი 17 მაისის შესახებ კომენტარს აკეთებს

23.05.13 11:29

ვიცე–პრემიერი 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანონდამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.More...video clip 

საპატრიარქო 17 მაისს მომხდარ ძალადობას გმობს

23.05.13 11:11

17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.More...video clip 


  სრული პროგრამა
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company