ნატოს ელჩები საქართველოში ვიზიტს იწყებენ
13.09.12 11:01
დღეს გამთენიისას საქართველოში ნატოს ელჩები ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდებინ.
ნატოს ელჩები პირისპირ გაესაუბრებიან არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. დიპლომატები გორის სამხედრო ბაზასაც მოინახულებენ და შეხვდებიან დევნილებს.
`ნატოს ელჩების ვიზიტი არის ალიანსის მხრიდან საქართველოს კიდევ ერთი მხარდაჭერა რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ფონზე,`- ასე აფასებენ თბილისში ელჩების ვიზიტს. მათი განცხადებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მეზობელი ქვეყანა სამხედრო წვრთნისთვის ემზადება.
|