ივანიშვილი არჩევნების შემდეგ კოალიციის დაშლას არ გამორიცხავს
13.09.12 11:41
ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ კოალიცია `ქართული ოცნება` დაიშალოს. ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს ნორმალური პროცესია. კითხვა `ქართული ოცნების` ლიდერს მას შემდეგ დაუსვეს, რაც გუშინ კოალიციის სარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ კომერსანტ.ჯი-სთან საუბრისას განაცხადა, რომ `ქართული ოცნება` პარლამენტში შესვლის შემდეგ შესაძლოა დაიშალოს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას გეგმავს ივანიშვილის გუნდი პარლამენტში შესვლილსას, დავით საგანელიძე აცხადებს - `ყველაზე მთავარი დაწყებაა, რაც შეეხება დაშლას, არ არის გამორიცხული, რომ დაიშალოს`.
`ქართულ ოცნებაში` შემავალი პარტიების გეგმები გუშინ ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა.
`პრინციპში, ეს ნორმალურია, ჩვენ კოალიცია ვართ და ის პარტიებისგან შედგება. ეს ნორმალური პროცესია. ამის შესაძლებლობა არსებობს და ნორმალურია,`- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|