პრეზიდენტმა ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყრა საფუძველი
13.09.12 13:59
`პიაცა ალტა`- ასე ჰქვია სასტუმრო კომპლექსს, რომლის მშენებლობასაც საფუძველი საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუყარა. ის გოდერძის უღელტეხილზე აშენდება და გეგმის მიხედვით, 2014 წელს უნდა დაიწყოს ფუნქციონირება.
პირველ ეტაპზე აშენდება ორი სასტუმრო კორპუსი 120 ნომრით. პარალელურად, ავსტრიული კომპანია აშენებს საბაგირო ტრასას. გრძელდება სათხილამურო ტრასების მოწყობაც.
პროექტის მიხედვით, 2014 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს კიდევ სამი შვიდსართულიანი შენობა. ამ ეტაპზე სამუშაოებში 300-მდე ადამიანია ჩართული, სამომავლოდ კი მათი რიცხვი კიდევ უნდა გაიზარდოს.
გოდერძის უღელტეხილზე უკვე დასრულებულია კოტეჯის ტიპის სასტუმროების მშენებლობა, რომლებიც პირველ სტუმრებს წლის ბოლოსთვის მიიღებს. ამასთანავე, კურორტისთვის სახელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.
|