საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე კონსულტაციების გამართვაა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა სენატორებთან, რესპუბლიკური პარტიის წევრებთან დევიდ ვიტერთან და ჯეიმს ინჰოფთან, ასევე წარმომადგენლობითი პალატის წევრ ჯო უილსონთან და კონგრესმენ რობ ვიტმენთან, რომლებიც შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარმოადგენენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას გულისხმობს, კერძოდ, საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნას და განათლებას, მხარდამჭერის ვერტმფრენების მიმართულებით წვრთნას და განათლებას.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.