აფხაზეთის მთავრობა და საპატრიარქოს დელეგაცია მსოფლიო პატრიარქს შეხვდებიან
13.09.12 14:52
აფხაზეთის მთავრობა და საპატრიარქოს დელეგაცია 17 სექტემბერს სტამბოლში მსოფლიო პატრიარქს შეხვდება. განხილვის მთავარი თემა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწე სასულიერო პირების მცდელობა იქნება, რომლებიც აფხაზეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას ითხოვენ.
აფხაზეთის დევნილი მოსახლეობა დღეს სოხუმის უნივერისტეტში შეიკრიბა და მსოფლიო პატრიარქისა და ილია მეორისადმი მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს, რომელშიც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფას.
სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით ინფორმაციით სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფილიალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.