სვანეთის მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
13.09.12 20:53
სვანეთის მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. მესტიაში მოეწყო თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მუდმივი ექსპოზიციის 6 დარბაზი, დროებითი საგამოფენო სივრცე, ახალი ლაბორატორია, საცავი, სამუშაო ოთახები.
ამჟამად მიმდინარეობს მუზეუმის შენობის კლიმატისა და შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის 24-საათიანი მონიტორინგი. მონიტორინგის დასრულების შემდეგ კოლექციები სრულად განახლებულ შენობაში გადავა.
მუზეუმი საქართველოს პრეზიდენტმა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა განახლებული პიაცადან მესტიელებსაც მიმართა.
|