პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას აკრიტიკებს
14.09.12 11:40
გურიაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო კამპანია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი დაპირებები კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით არარეალურია და სინამდვილეში მსგავსი სატარიფო პოლიტიკა ცხოვრების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს.
`არსებობს ხალხი, ვინც გაიძახის, რომ ყველაფერი იქნება უფასო, მაგრამ არის ერთი პრობლემა, რომ არ ეუბნებიან ამ დაპირების მეორე ნაწილს, ყველაფერი უფასო, ელექტროენერგია და გაზი შეიძლება ისევე წავიდეს, როგორც მოვიდა. მე ვისურვებდი, რომ უფასო იყოს, მაგრამ ასე არ ხდება, ამიტომ არის 1000 ლარიანი ვაუჩერი, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ იხადოთ ეს გადასახადი,`- განაცხადა პრეზიდენტმა.
|