სააკაშვილმა წყალტუბოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
14.09.12 20:18
საქართველოს პრეზიდენტი დღეს წყალტუბოში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია შენობა-ნაგებობების, მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების, ცენტრალური პარკის, კინოთეატრის, საკრებულოს, გამგეობის, რკინიგზის სადგურისა და მიმდებარე მოედნის იერსახის შეცვლა-რეკონსტრუირება.
წყალტუბოს პარკში და ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორატიული აუზი, პერგოლები, კორტები, ღია კაფე, ბუნგალო, ნავების პირსი, ველოსიპედების სადგომი.
მთლიანად შეიცვლება ელექტრო და წყალგაყვანილობა.
პრეზიდენტი ადგილობრივებსაც შეხვდა და სიტყვით მიმართა.
|