ოთხშაბათი, 19.06.13   16:19
+23.9°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ბაგრატის ტაძარში წირვა-ლოცვა აღდგა

16.09.12 17:42

ბაგრატის ტაძარი, სადაც წირვა ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, აღდგენილია. განახლებულ ეკლესიაში დილიდან უამრავი ადამიანია შეკრებილი. მათ შორის არიან პოლიტიკოსები.

ბაგრატის ტაძრის კურთხევის ცერემონიას საქართველოს პრეზინდეტი მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად დაესწრო. მნიშვნელოვნად დაზიანებული ტაძარის საფუძვლიანი აღდგენა სამი წლის წინ სწორედ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო. დღევანდელი დღესასწაულის გამო ბაგრატის ტაძარში სპეციალური საგალობელი შეასრულეს.

ხელისუფლების წევრებთან ერთად, ტაძარში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც - „ქართული ოცნების“ წევრები ირაკლი ალასანია, გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური, დავით უსუფაშვილი, ასევე პარტიების „თავისუფალი საქართველოს“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“,  „ლეიბორისტული პარტიის,“ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრები.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, იგალობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც. საგალობლის დასრულების შემდეგ კი ილია მეორემ ტაძარში შეკრებილი ყველა პოლიტიკურ პარტია პრეზიდენტის სახელით ბანკეტზე მიიწვია.

საქართველოს ერთიანობის იდეის ყველაზე სიმბოლური განსახიერება უწოდა ახლად აღდგენილი ბაგრატის ტაძარს საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა გაწეული წვლილისთვის მადლობა პატრიარქს გადაუხადა. ილია მეორემ დღევანდელ ფაქტს უდიდესი სასწაული უწოდა და ბაგრატის ტაძრის კურთხევა აღდგომის დღესასწაულს შეადარა.

ბაგრატის ტაძრის, როგორც ერთიანობის სიმბოლოზე გაამახვილეს ყურადღება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმაც, რომლებიც დღეს ქუთაისში შეიკრიბნენ. ტაძრის კურთხევის ცერემონიას ხელისუფლეის წევრებთან ერთად თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. იქ იმყოფებოდნენ კოალიცია "ქართული ოცნებიდანაც", გამონაკლისი მხოლოდ მათი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო.

ტაძარში შესვლამდე მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის ეზოში შეკრებილ ხალხს მიესალმა. განსაკუთრებული დაბადების დღე ჰქონდა ტაძარში მისულ 6 წლის ბიჭს. მას პირადად პრეზიდენტმა მიულოცა და საჩუქარიც გადასცა.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მთავრობის წევრები და პოლიტიკური პარტიები ამჯერად უკვე ფოთში ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის კურთხევის ცერემონიალზე მიიწვია. საზეიმო წირვა იქ 23 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 9 სექტემბერს საკვირაო ქადაგებისას მთავრობას, ოპოზიციას და სრულიად საქართველოს მოუწოდა, რომ ამ დღეს ბაგრატის ტაძარში მივიდნენ.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მე-10-11 საუკუნეებში ბაგრატ მესამემ ააგო და ის საქართველოს ერთიანობის სიმბოლური გამოხატულება იყო.

მნიშვნელოვნად დაზიანებული ტაძარის საფუძვლიანი აღდგენა სამი წლის წინ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შსს-მ ცხრა ადამიანი დააკავა

19.06.13 13:49

სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.More...

ბედუკაძე ხიდაშელს სპეციალური განცხადებით პასუხობს

19.06.13 11:43

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელაMore...video clip 

`საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო`ბედუკაძის შესახებ

19.06.13 11:54

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია. More...video clip 

ქუთაისში ოთხი პირი დააკავეს

19.06.13 15:01

ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ირაკლი ღარიბაშვილი ანჯეი ტიშკევიჩს შეხვდა

19.06.13 13:34

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჟეი ტიშკევიჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. More...

რამზან კადიევის განცხადება

19.06.13 13:20

რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.More...video clip 

ბიძინა ივანიშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

19.06.13 13:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ლეონიდ კოჟარას უმასპინძლა. More...video clip 

ოჯახი ოკუპანტების მიერ დაკავებული ყურწუას გათავისუფლებას ელოდება

19.06.13 12:53

უკვე მეხუთე დღეა ოჯახის წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებას ელოდებიან. იური ყურწუას ოჯახმა ის თანხაც გადახდა, რომელიც ოკუპანტებს ე.წ. საზღვრის დარღვევისათვის ჯარიმად აქვთ დაკისრებული. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company