ოთხშაბათი, 22.05.13   16:40
+22.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ბაგრატის ტაძარში წირვა-ლოცვა აღდგა

16.09.12 17:42

ბაგრატის ტაძარი, სადაც წირვა ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, აღდგენილია. განახლებულ ეკლესიაში დილიდან უამრავი ადამიანია შეკრებილი. მათ შორის არიან პოლიტიკოსები.

ბაგრატის ტაძრის კურთხევის ცერემონიას საქართველოს პრეზინდეტი მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად დაესწრო. მნიშვნელოვნად დაზიანებული ტაძარის საფუძვლიანი აღდგენა სამი წლის წინ სწორედ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო. დღევანდელი დღესასწაულის გამო ბაგრატის ტაძარში სპეციალური საგალობელი შეასრულეს.

ხელისუფლების წევრებთან ერთად, ტაძარში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც - „ქართული ოცნების“ წევრები ირაკლი ალასანია, გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური, დავით უსუფაშვილი, ასევე პარტიების „თავისუფალი საქართველოს“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“,  „ლეიბორისტული პარტიის,“ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრები.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, იგალობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც. საგალობლის დასრულების შემდეგ კი ილია მეორემ ტაძარში შეკრებილი ყველა პოლიტიკურ პარტია პრეზიდენტის სახელით ბანკეტზე მიიწვია.

საქართველოს ერთიანობის იდეის ყველაზე სიმბოლური განსახიერება უწოდა ახლად აღდგენილი ბაგრატის ტაძარს საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა გაწეული წვლილისთვის მადლობა პატრიარქს გადაუხადა. ილია მეორემ დღევანდელ ფაქტს უდიდესი სასწაული უწოდა და ბაგრატის ტაძრის კურთხევა აღდგომის დღესასწაულს შეადარა.

ბაგრატის ტაძრის, როგორც ერთიანობის სიმბოლოზე გაამახვილეს ყურადღება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმაც, რომლებიც დღეს ქუთაისში შეიკრიბნენ. ტაძრის კურთხევის ცერემონიას ხელისუფლეის წევრებთან ერთად თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. იქ იმყოფებოდნენ კოალიცია "ქართული ოცნებიდანაც", გამონაკლისი მხოლოდ მათი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო.

ტაძარში შესვლამდე მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის ეზოში შეკრებილ ხალხს მიესალმა. განსაკუთრებული დაბადების დღე ჰქონდა ტაძარში მისულ 6 წლის ბიჭს. მას პირადად პრეზიდენტმა მიულოცა და საჩუქარიც გადასცა.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მთავრობის წევრები და პოლიტიკური პარტიები ამჯერად უკვე ფოთში ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის კურთხევის ცერემონიალზე მიიწვია. საზეიმო წირვა იქ 23 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 9 სექტემბერს საკვირაო ქადაგებისას მთავრობას, ოპოზიციას და სრულიად საქართველოს მოუწოდა, რომ ამ დღეს ბაგრატის ტაძარში მივიდნენ.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მე-10-11 საუკუნეებში ბაგრატ მესამემ ააგო და ის საქართველოს ერთიანობის სიმბოლური გამოხატულება იყო.

მნიშვნელოვნად დაზიანებული ტაძარის საფუძვლიანი აღდგენა სამი წლის წინ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

სამაუწყებლო კომპანია `რუსთავი 2-ის` განცხადება

22.05.13 17:53

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-მა" მიიღო გადაწყვეტილება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღკვეთის ღონისძიების განმხილველი სასამართლო სხდომის ტრანსლაციის თაობაზე.More...

ჭიაბერაშვილს და მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს

22.05.13 10:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.More...video clip 

პრეზიდენტი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებას ეხმაურება

22.05.13 14:51

მთვრობის ყოფილი წევრების დაკავებაზე და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი სააკაშვილი. განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.More...video clip 

ქუთაისში ორი აქცია მიმდინარეობს

22.05.13 15:12

ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი პირები სამართლიანობის აღდგენას და დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კომენტარი

22.05.13 14:24

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს. More...video clip 

კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადება

22.05.13 13:49

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყველას აფრთხილებს, არ ჩაერიონ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესებში. კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მსგავს მცდელობაზე პირადად მას უმკაცრესი რეაქცია ექნება.More...video clip 

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

22.05.13 11:54

17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს და გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს. More...video clip 

პუტინი თიბილოვს სოჭის რეზიდენციაში შეხვდა

22.05.13 11:35

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company