თელავის განახლებული ცენტრი გაიხსნა
15.09.12 20:56
თელავში საზეიმო ღონისძიებები გრძელდება. ახალი იუსტიციის სახლი, განახლებული ისტორიული ცენტრი - ქალაქში რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია.
მთლიანად მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურაც. დილიდან უკვე მუშაობს და დამსვენებლებს მასპინძლობს ნადიკვარის გასართობი პარკიც.
ქალაქში დილიდან დაწყებული ზეიმი კონცერტით სრულდება. თელაველებისთვის "ჯიპსი კინგსის" ახალი თაობა მღერის.
"ჯიპსი კინგის” ახალი თობა ”ლეს ნიუ ჯიპსი” საგანგებოდ ქართველი მსმენელისთვის წუხელ ჩამოვიდა. თელავში ისინი 11-კაციანი შემადგენლობით წარდგნენ. ახალგაზრდული ბენდი ტრადიციებს არღვევს და 8 გიტარისტთან ერთად, მაყურებელს ვოკალისტს ქალბატონიც გააცნო. საათნახევრიანი პროგრამის ფარგლებში, ცნობილმა ესპანურმა ჯგუფმა, ძველ ჰიტებთან ერთად, ახალი ალბომიდან რამდენიმე სიმღერაც შეასრულა. მომღერლები საქართველოს კონცერტის დასრულების შემდეგ დატოვებენ.
განახლებული თელავი დაათვალიერა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა რებილიტირებული ქალაქის პირველი ეტაპის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები ჩაიბარა. პრეზიდენტი ერეკლეს მოედანზე მის სანახავად მისულ მოსახლეობასაც შეხვდა.
|