ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში
17.09.12 10:08
თბილისში ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან. რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლიტვისა და ლატვიის საგარეო უწყებების პირველი პირები ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებენ.
ხუთი ქვეყნის დიპლომატები უკვე შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს.
გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას სტუმრებმა რუსეთის სამხედრო წვრთნაზე, "კავკასია 2012"-ზე ისაუბრეს, რომელიც ნოვოროსიისკთან დღეს იწყება. ვაშაძის თქმით, ეს სწავლება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს რეგიონსაც, ამიტომ მნიშვნელოვანია კრემლზე საერთაშორისო ზეწოლა. მსგავსი განცხადება ევროპელმა მინისტრებმაც გააკეთეს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობას.
დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, ხელისუფლების წევრებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში განიხილება ევროკავშირ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობები, რეგიონში არსებული ვითარება და საპარლამენტო არჩევნები.
|